პასკალ ჩელალა – ხალხს არ უნდა მათ არჩევანზე სიმართლის თქმა

„თი-ენ -ეს“-ის წარმომადგენელი პასკალ ჩელალა 2016 წლის 8 ოქტომბერს ჩატარებული ეგზიტპოლების შესახებ საუბრობს და განმარტებებს აკეთებს.

ჩელალას თქმით, მომავალში, ეგზიპტოლის უკეთესი ხარისხით ჩასატარებლად აუცილებელი იქნება საქართველოს მოქალაქეების პოლიტიკური ქცევისა და ხმის მიცემის თავისებურებების გათვალისწინება.
„ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია კმაყოფილი ვიყოთ იმ ძალისხმევით, რაც ამ პროექტში მუშაობისას ჩავდეთ. მასზე მრავალმა ადამიანმა იმუშავა კვირების განმავლობაში. შედეგიც დამაკმაყოფილებელი იყო იმ ნაწილშიც, რომელიც შეეხებოდა გამარჯვებული პარტიის პროგნოზირებას და იმის განსაზღვრას, რომ ეს გამარჯვება დიდი უპირატესობით იქნებოდა მოპოვებული. ჩვენ ასეთი მასშტაბის პირველი ეგზიტპოლი ჩავატარეთ ამ ქვეყანაში. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი შეფასებები სუფთა ფურცლიდან დაიწყო.  გამოვკითხეთ დაახლოებით 23 ათასი ადამიანი 12 სააათის განმავლობაში. ასე, რომ ჩვენ საკმაოდ ბევრი მტკიცებულება გვაქვს იმისა, თუ რაზე დაყრდნობით ჩავატარეთ ეს კვლევა. მომავალში, ეგზიპტოლის უკეთესი ხარისხით ჩასატარებლად აუცილებელი იქნება საქართველოს მოქალაქეების პოლიტიკური ქცევისა და ხმის მიცემის თავისებურებების გათვალისწინება, რისთვისაც ჩვენ არჩევნების შემდგომ კვლევას ჩავატარებთ“, – განუცხადა ჩელალამ „იმედს“.
რაც შეეხება მაჟორატარულ არჩევნებს, პასკალ ჩელალას თქმით, ამ ეტაპზე, მათი მიზანი იყო პირველი რაუნდის ლიდერების გარკვევა.
„მაჟორიტარული არჩევნები პროპორციულისგან ძალიან განსხვავდება. ჩვენ ვსაუბრობთ ათ ერთმანდატიან ოლქზე, სადაც გამოკითხული ამომრჩევლის უმრავლესობისთვის ინტერვიუ ასევე პირველი შემთხვევა იყო. ამ ეტაპზე,  ჩვენი მიზანი იყო პირველი რაუნდის ლიდერების გარკვევა, განსხვავება კი იმან მოგვცა, რასაც ჩვენ პოლიტიკურ ქცევას ვუწოდებთ. ამჟამად ვაანალიზებთ მონაცემებს და ვხედავთ რომ ეს არის ე.წ. მორცხვი ამომრჩევლების ქცევა“,-აღნიშნა ჩელალამ.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ ამომრჩევლებს ზოგჯერ არ სურთ საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ საუბარი, ან უბრალოდ, ისინი არასწორ ინფორმაციას აძლევენ ინტერვიუერს.
„ჩვენი გამოკითხულებიდან, უმრავლესობამ თავისუფლად გამოხატა თავისი აზრი და დაგვთანხმდა ინტერვიუზე, მაგრამ ძალიან ბევრ საზოგადოებაში, მსოფლიოს მასშტაბით არსებობს უამრავი ადამიანი, რომელსაც ერიდება იმის თქმა თუ ვის მისცა ხმა, ან სულაც უარს ამბობს ინტერვიუზე. ჩვენ დაახლოებით 9%-მა გვითხრა უარი ინტერვიუზე.
პირველ რიგში, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ და არ დაივიწყოთ ისაა, რომ პროგნოზებმა დიდი სხვაობა აჩვენა ორ წამყვან პარტიას შორის. მოგეხსენებათ, ეგზიტპოლებში მონაწილეობა თავისუფალი გადაწყვეტილებაა. ზოგმა საკუთარი არჩევანი ღიად თქვა, ზოგმა კი არასწორად გაგვანდო. ჩვენ ვაანალიზებთ ამ სხვაობას და ვხვდებით, რომ ხალხს ზოგჯერ არ უნდა მათ არჩევანზე სიმართლის თქმა, ზოგს კი უბრალოდ მიაჩნია, რომ ეს ძალიან პირადული საკითხია“, – აცხადებს ჩელალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები