ლინკოლ მიტჩელი: სააკაშვილს კიევიდან ეგოთამაშები რომ არ ჰქონოდა,“ნაციონალები უფრო მეტი ხმის მოპოვებას შეძლებდნენ

“მიხეილ სააკაშვილის კიევიდან ეგოთამაშები რომ არ ჰქონოდა, „ნაციონალები“ უფრო მეტი ხმის მოპოვებას შეძლებდნენ”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ყოფილი მრჩეველი, კოლუმბიის უნივერსიტეტის პოლიტოლოგი ლინკოლნ მიტჩელი “ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აცხადებს.
მიტჩელი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე საუბრობს.
„საქართველოში არის ხალხი, რომელსაც არ მოსწონს ნატოს იდეა, დასავლეთისკენ სწრაფვა. თუ ქვეყანა დემოკრატიულია, მაშინ პრორუსულ ძალასაც უნდა ჰქონდეს თავისი ხმა. “პატრიოტთა ალიანსს” პარლამენტში მხოლოდ 7 წარმომადგენელი ეყოლება. ისინი გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებენ, ვერც გავლენას მოახდენენ პოლიტიკურ პროცესებზე, მხოლოდ იხმაურებენ. მეორე ძირითადი, ოპოზიციური ძალა – „ნაციონალური მოძრაობაა“. მიხეილ სააკაშვილს კიევიდან ეგოთამაშები რომ არ ჰქონოდა, „ნაციონალები“ უფრო მეტი ხმის მოპოვებას შეძლებდნენ. შეიძლება პარტიაში სააკაშვილისგან გამიჯვნა ბევრს არ უნდა, მაგრამ მათი სტრატეგისტი ამას მათ ნამდვილად ურჩევდა. როგორც ვხედავთ, ისინი არ გაქრნენ, ისინი არსად არ მიდიან. ეს “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო პროპაგანდა იყო, სააკაშვილის კი ის, რომ საქართველოში ჩამოვიდოდა. ამით კი “ქართული ოცნება” საკუთარ ამომრჩეველს აშინებდა“, – აცხადებს ლინკოლ მიტჩელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები