“თავისუფალი დემოკრატები“ და “რესპუბლიკელები რომ გაერთიანებულიყვნენ, სწორედ ისინი იქნებოდნენ მეორე გამარჯვებული“

“ამ არჩევნებზე კვლავ ვნახეთ ის, რომ ხალხი ისევ ემხრობა სახელისუფლო ძალას, ისე ძლიერად აღარ, როგორც ადრე, მაგრამ მაინც”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ყოფილი მრჩეველი, კოლუმბიის უნივერსიტეტის პოლიტოლოგი ლინკოლნ მიტჩელი “ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აცხადებს.
რაც შეეხება შედეგებს, მისი შეფასებით, საქართველოში, ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, უკეთესი მმართველობა იქნებოდა, თუკი მრავალპარტიული შემადგენლობა იქნებოდა პარლამენტში.
ეს არ იყო საუკეთესოდ ჩატარებული არჩევნები. ვგულისხმობ, ძალადობის შემთხვევებს საარჩევნო უბნებზე, აუხსნელ მოვლენებს, რომელიც იქ მოხდა. თუმცა უკეთესი არჩევნები იყო, ვიდრე ოთხი წლის წინ და უფრო ადრე. შედეგებს რაც შეეხება, საქართველოში, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, უკეთესი მმართველობა იქნებოდა, თუკი მრავალპარტიული შემადგენლობა იქნებოდა პარლამენტში. თუ შეიქმნებოდა სისტემა, სადაც ერთი პარტია არ იქნებოდა დომინანტი. ეს ხალხს უნდა გადაეწყვიტა. ამ არჩევნებზე კვლავ ვნახეთ ის, რომ ხალხი ისევ  სახელისუფლო ძალას ემხრობა, ისე ძლიერად აღარ, როგორც ადრე, მაგრამ მაინც”, – აცხადებს მიტჩელი.
მისივე თქმით, ყველამ იცოდა, რომ ცალკე აღებულ “თავისუფალ დემოკრატებს” და “რესპუბლიკელებს” ბევრი მომხრე არ ჰყავდათ პარლამენტში.
მიტჩელის აზრით, აღნიშნული ორი პარტია რომ გაერთიანებულიყო, სწორედ ისინი იქნებოდნენ მეორე გამარჯვებული და ოპოზიციური ძალა ამ არჩევნებზე.
“ყველამ იცოდა, რომ ცალკე აღებულ “თავისუფალ დემოკრატებს” და “რესპუბლიკელებს” ბევრი მომხრე არ ჰყავდათ პარლამენტში. მართალია, აქ იცნობენ ირაკლი ალასანიას, თინა ხიდაშელს, დავით უსუფაშვილს, ბუკა პეტრიაშვილს. ვაშინგტონში 100 ამომრჩევლიდან 80 ნამდვილად მისცემდა ირაკლი ალასანიას ხმას, მაგრამ ეს არჩევნების საერთო სურათზე გავლენას ვერ მოახდენდა. საქართველოსთვის ეს პოლიტიკური პრობლემაა, რომ ყველას უნდა, მეფე იყოს. თორემ ეს ორი პარტია რომ გაერთიანებულიყო, სწორედ ისინი იქნებოდნენ მეორე გამარჯვებული და ოპოზიციური ძალა ამ არჩევნებზე“, – აცხადებს ლინკოლნ მიტჩელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები