შს მინისტრის მოადგილე საერთაშორისო დამკვირვებლებს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლებს შეხვდა. შეხვედრაში NDI-ს, IRI-ს, ეუთოსა და ჰელსინკის კომიტეტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
შს სამინისტროს ცნობით, მხარეებმა მიმდინარე წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღეს, პოლიციის მიერ უსაფრთხოების მიზნით განხორციელებული ღონისძიებები განიხილეს. შალვა ხუციშვილმა დეტალურად ისაუბრა არჩევნების დღეს მომხდარ ინციდენტებზე,  რეაგირების მექანიზმებზე და ხაზი გაუსვა საპოლიციო ღონისძიებების პროპორციულობას.
საერთაშორისო დამკვირვებლები, არჩევნების მეორე ტურის უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად, პოლიციის მხრიდან დაგეგმილი დამატებითი ღონისძიებებითაც დაინტერესდნენ.
როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, პოლიციამ არჩევნების დღეს დამატებითი რისკის ზონები გამოავლინა, რომლებზეც მეორე ტურში ყურადღებას გაამახვილებენ. გარდა ამისა, შალვა ხუციშვილის განმარტებით, არჩევნების მეორე ტურის მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად, სამართალდამცველები პრევენციულ ღონისძიებებსაც განახორციელებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები