სოზარ სუბარი: ზოგჯერ, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან სრულიად გამაოგნებელ განცხადებებს ვისმენ

დევნილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან სრულიად გამაოგნებელი განცხადებები ისმის. როგორც მინისტრმა გადაცემა 2030-ში განაცხადა, აღნიშნული ნებისმიერ ქვეყანაში სერიოზული სკანდალი იქნებოდა.
„ზოგჯერ, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან სრულიად გამაოგნებელ განცხადებებს ვისმენ, რაც ნებისმიერ ქვეყანაში სერიოზული სკანდალი იქნებოდა. გამოდის პრეზიდენტის პრესსპიკერი და ამბობს, რომ პარლამენტმა თავის საქმეს უნდა მიხედოს და პარლამენტარების საქმე არ არის, ქვეყანა როგორ მოეწყობა, ან როგორ ქვეყანაში ვიცხოვრებთ. პარლამენტი ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის მქონე ორგანოა და სწორედ პარლამენტი წყვეტს, საპრეზიდენტო რესპუბლიკა ვიქნებით თუ საპარლამენტო, კონსტიტუციური მონარქია გვექნება თუ თეოკრატია; პარლამენტი წყვეტს, იქნება თუ არა ქვეყანაში საკონსტიტუციო სასამართლო, თუ იქნება უზენაესი სასამართლო, როგორც ეს აშშ-შია, რომელიც საკონსტიტუციოს ფუნქციას ითავსებს და ასე შემდეგ“,  – განაცხადა დევნილთა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები