ფიქრია ჩიხრაძე: მწყდება გული, რომ ე.წ. პროდასავლური ფლანგის პარტიები პარლამენტში ვერ აღმოჩნდნენ

„ძალიან მწყდება გული, რომ ე.წ. პროდასავლური ფლანგის პარტიები პარლამენტში ვერ აღმოჩნდნენ, – ამის  შესახებ პრეზიდენტის პოლიტიკურმა მრჩეველმა, ფიქრია ჩიხრაძემ გადაცემა 2030-ში განაცხადა.
„ძალიან მწყდება გული, რომ ე.წ პროდასავლური ფლანგის პარტიები პარლამენტში ვერ აღმოჩნდნენ. კარგია, რომ პარლამენტში მესამე ძალა შევიდა. ალბათ, ისინი თავიანთ პოზიციებს დააფიქსირებენ,  მოსაზრებებს იტყვიან, მაგრამ მე ვერ ვხედავ საფრთხეს, რომ მათ საზოგადოებრივ აზრზე კარდინალური გავლენის მოხდენის შესაძლებლობა ჰქონდეთ. მრავალპარტიული პარლამენტი რომ გვქონოდა, ჩვენ მივიღებდით რეალურ კონკურენციას და არა ურთიერთდაპირისპირებულ პოლიტიკურ ძალებში ჩაკეტილ სიტუაციას, რისი ალბათობაც ამ შემადგენლობისა და კონფიგურაციის პარლამენტში კვლავ რჩება“, – განაცხადა ჩიხრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები