ვიქტორ დოლიძე ევროინტეგრაციის მინისტრად მის შესაძლო დანიშვნას უარყოფს

“თავისუფალი დემოკრატების” უკვე ყოფილი წევრი ვიქტორ დოლიძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, ის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად დაინიშნოს, უარყოფს.
“არანაირი მაგდაგვარი საუბარი არ ყოფილა. არანაირი შემოთავაზება არ არის“, – განაცხადა დოლიძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები