ზურაბ აბაშიძემ, ვიქტორ დოლიძემ, გია ცაგარეიშვილმა და დავით ონოფრიშვილმა „თავისუფალი დემოკრატები“ დატოვეს
„თავისუფალი დემოკრატები“ ზურაბ აბაშიძემ, ვიქტორ დოლიძემ, გია ცაგარეიშვილმა და დავით ონოფრიშვილმა დატოვეს. ამის შესახებ მათ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს.
როგორც ჟურნალისტებს ზურაბ აბაშიძემ განუცხადა, მისთვის ქვეყნისა და სახელმწიფოს ინტერესები ყოველთვის პირველ ადგილზე იყო.
„დღეიდან ვწყვეტ პარტიულ საქმიანობას და ამით გზას ვუხსნი ახალ ხალხს, რომელიც პარტიას ბოლო პერიოდში შემოუერთდა, რომელსაც აქვს ენთუზიაზმი, მოტივაცია იმისა, რომ გააგრძელოს საქმე და ეს პარტია წარმატებამდე მიიყვანოს. არასდროს არ მიხელმძღვანელია მოკლე პარტიული ინტერესებით. ყოველთვის იყო ჩემი სამშობლო და სახელმწიფო ინტერესები პირველ ადგილზე. მომავალში რას ვიზამ, როგორც ვიზამ, რა ამპლუაში მოგევლინებით, ბუნებრივია, ამას დრო გვიჩვენებს“, – აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.
ვიქტორ დოლიძის განცხადებით კი, ეს ქართველი ხალხის თავისუფლად გაკეთებული არჩევანია, რასაც პატივი უნდა სცენ.