“თავისუფალი დემოკრატები” ზურაბ აბაშიძემ დატოვა
“დღეიდან ვწყვეტ პარტიულ საქმიანობას და მომავალში როგორ მოვევლინები საზოგადოებას, არ ვიცი”, – ამის შესახებ განცხადება “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთმა წევრმა ზურაბ აბაშიძემ პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
ამასთან, მან მადლობა გადაუხადა საკუთარ ამომრჩეველს. “მე არასოდეს მიხელმძღვანელია ვიწრო პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე. ყოველთვის სამშობლოს ინტერესებს ვითვალისწინებდი. მე ახალ სახეებს ვუთმობ გზას”, – განაცხადა აბაშიძემ.