აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში 5%-იანი ბარიერი ოთხმა პოლიტიკურმა პარტიამ გადალახა
აჭარაში, უმაღლესი საბჭოს არჩევნებში 5%-იანი ბარიერი ოთხმა პოლიტიკურმა პარტიამ გადალახა.
უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) წინასწარი მონაცემებით, პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ხმათა 45% მიიღო ( 70, 681 ხმა) „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 29.7% ( 46, 624 ხმა), ( „ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიულმა საქართველომ“ 5.9%, (9, 226 ხმა), ხოლო „პატრიოტთა ალიანსმა“ 5.7% – 8,979 ხმა). რაც შეეხება უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარულ არჩევნებს, აჭარის ექვსივე ოლქში მეორე ტურის გამართვა გახდა აუცილებელი, რადგან ვერც ერთი პოლიტიკური ძალის კანდიდატმა ხმების 50%-ზე მეტი ვერ მიიღო.
აჭარის საკანონმდებლო ორგანოში სულ 21 მანდატია. აქედან 15 დეპუტატი პროპორციული სისტემით აირჩევა, ხოლო ექვსი მაჟორიტარულით.