შოთა ხაბარელი: აუცილებლად მხარს დავუჭერ პარლამენტის თბილისში გადმოტანას

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი შოთა ხაბარელი თვლის, რომ ახალი საკანონმდებლო ორგანო, ქუთაისიდან პარლამენტის თბილისში გადმოტანის საკითხზე იმსჯელებს, რაც მისი აზრით აუცილებელია, და რასაც, როგორც თავად აცხადებს, მხარს დაუჭერს.
ხაბარელს მიაჩნია, რომ ქუთაისში პარლამენტის ფუნქციონირება ხელს უშლის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს ერთობლივ სწრაფ და ეფექტურ მუშაობას.
“პარლამენტის თბილისში გადმოტანის საკითხს აუცილებლად დავუჭერ მხარს, რადგან ეს ბიუჯეტისთვისაც მომგებიანი იქნება და საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ნორმალური მუშაობისთვისაც.
დარწმუნებული ვარ, რომ ახალი პარლამენტი ამ საკითხს ისე გადაწყვეტს, რაც ქვეყნისთვის სარგებლის მომტანი იქნება,“-ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა შოთა ხაბარელმა განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები