“ზოგიერთი პოლიტიკური პარტია ისე დაიბნა ბრინჯივით, მათ ლიდერებს, ოჯახის წევრები, დღემდე ეძებენ”

ზოგიერთი პოლიტიკური პარტია ისე დაიბნა ბრინჯივით, მათ ლიდერებს, ოჯახის წევრები, დღემდე ეძებენ, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრმა გიგლა ბარამიძემ განაცხადა.
ბარამიძე თვლის, რომ არჩევნებში ბევრი მონაწილე პოლიტიკური ძალა წაგების გამო პანიკაში ჩავარდა, მან „ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობის“ პოზიცია გაახმოვანა და პარტიის სახელით აცხადებს, რომ ხმების ხელახალ დათვლას ითხოვს.
“ჩვენ შევხვდით ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს, წარვადგინეთ სამასზე მეტი საჩივარი და ფაქტები,რომ ხმის დათვლა არ მოხდა კარგად.
ჩვენ არ ვართ დეპრესიაში ზოგიერთი პარტიის ლიდერივით, რომელსაც დღემდე ეძებენ ოჯახის წევრები და წაგების გამო პანიკაში არიან. მე ამომრჩეველს ვაძლევ პირობას, რომ კონსტიტუციის ფარგლებში მათ ხმებს დავიცავ,“-განაცხადა ბარამიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ბარამიძემ „კვირას“ პრესკლუბში საარჩევნო ოქმები წარადგინა,რომლებიც, მისი განცხადებით დარღვევებით შედგა. „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრი აცხადებს, რომ საარჩევნო ოქმები არ არის დაბალანსებული.
“მოსულია იმაზე ნაკლები ამომრჩეველი, ვიდრე ჩაყრილია ბიულეტენები. ვაკეში 67 უბნიდან 47 არ არის დაბალანსებული და ასეთი უამრავია,“-განაცხადა ბარამიძემ.
მისივე ინფორმაციით, თუკი 2-ზე მეტი უბანი არ არის დაბალანსებული, მაშინ მთელი ოლქის არჩევნები უნდა ჩატარდეს ხელმეორედ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები