„ევროპის სახალხო პარტია“ „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას, პარლამენტში შესვლის თაობაზე მიესალმება

„ევროპის სახალხო პარტია“ მიესალმება „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას, პარლამენტში შესვლის თაობაზე.
შესაბამისი შინაარსის შეფასებას „ევროპის სახალხო პარტიის“ პრეზიდენტი ჯოზეფ დოლი აკეთებს.
როგორც დოლი აღნიშნავს, ის ამაყობს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოში სიძლიერით მეორე პოლიტიკური ძალაა“.
„ვარდების რევოლუციის შემდეგ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქვეყანაში უპრეცედენტო დემოკრატიული რეფორმები გაატარა და დარწმუნებული ვარ, რომ პარტიას ამის გაკეთება კიდევ ერთხელ შეუძლია“, – აღნიშნავს ჯოზეფ დოლი.
ის აღნიშნავს, რომ საპარლამენტო არჩევნების დროს დაფიქსირებული დარღვევის ყველა ფაქტის გამოძიებაა საჭირო, ხოლო დამრღვევებს პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს.
ამასთან, „ევროპის სახალხო პარტიის“ პრეზიდენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს არჩევნების მეორე ტურის მშვიდობიანად ჩატარება და მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას, ძალადობისგან თავი შეიკავონ.
შეგახსენებთ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში შევა და მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებს. ეს გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭომ გუშინდელ სხდომაზე მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები