„ნაციონალურ მოძრაობაში არსებობს ორი დაჯგუფება -„ნაციონალური ევოლუციონერები’’ და „ნაციონალური რევოლუციონერები“

მივესალმები, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო პრაგმატული გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ექსპერტმა ლევან კალანდაძემ განაცხადა.
კალანდაძე თვლის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმა თავად „ნაციონალურ მოძრაობას“ დააზარალებს, თუმცა, ექსპერტი „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ განხეთქილებაზეც საუბრობს.
„ნაციონალურ მოძრაობაში“, ისევე, როგორც ბევრ სხვა პარტიაში არის ორი დაჯგუფება, ერთი „ნაციონალური ევოლუციონერები“, მეორე „ნაციონალური რევოლუციონერები“.
ეს მოძრაობა შეეცადა გასულიყო სააკაშვილის ჩრდილიდან, მაგრამ ის კვლავ რჩება მათ უპირობო ლიდერად. აქ გასათვალისწინებელია ფინანსური და ადამიანური რესურსი,რაც სააკაშვილს დღემდე გააჩნია.
მე მივესალმები, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გარკვეულმა ნაწილმა მიიღო პრაგმატული გადაწყვეტილება და სურვილი აქვთ პარლამენტში შესვლის, რადგან სხვა შემთხვევაში, მათ მოუწევთ ქუჩის აქციებზე გადასვლა, რაც მათთვისაც ცუდი იქნება და ქვეყნისთვისაც”, – განაცხადა ლევან კალანდაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ექსპერტი თვლის, რომ რევოლუციური სცენარის განვითარების საფრთხე ქვეყანაში ისევ არსებობს.
“ქუჩაში პოლიტიკის გადმოტანა ეს ნიშნავს იმას, რომ ერთი მხრივ „ნაციონალური მოძრაობა“ გაიხლიჩება და მეორე მხრივ არის ცხელი კერების გაჩენის საფრთხე.
„ნაციონალურ მოძრაობას“ იმის მცდელობა ჰქონდა, რომ ევოლუციური გზით ევლო, თუმცა ეს ჯერ ვერ ხერხდება. სჯობს დაველოდოთ პროცესებს. მე არ ვისურვებ, რომ პოლიტიკური პროცესები ქუჩაში გაგრძელდეს, მაგრამ სამწუხაროდ ამის რისკი ჯერ კიდევ არის.“-განაცხადა ლევან კალანდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები