ალი გასანოვი: ჩვენ ვგმობთ ყიზილაჯლოში მომხდარს, რომლის ინიციატორი “ნაციონალური მოძრაობა“ იყო

არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს აღსაკალთა კავშირის“ წარმომადგენელი ალი გასანოვი სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარ დაპირისპირებას “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მოწყობილ პროვოკაციას უწოდებს.
გასანოვი მიიჩნევს, რომ “ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში დაბრუნებას ნებისმიერი გზით ცდილობს.
„არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა, ყველგან მშვიდად მიმდინარეობდა პროცესი ყიზილაჯლოს გარდა. ჩვენ ვგმობთ ამ ფაქტს, რომლის ინიციატორი “ნაციონალური მოძრაობა“ იყო, მათი საქციელი მიუღებელია, ისინი ნებისმიერი გზით ცდილობენ ხელისუფლებაში დაბრუნდნენ“, – განაცხადა ალი გასანოვმა.
შეგახსენებთ, რომ არჩევნების დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში, 36-ე საარჩევნო ოლქის 48-ე უბანზე, საარჩევნო უბანი დაარბიეს და ყუთის გატაცება სცადეს. ადგილზე მობილიზებული იყო სპეცრაზმიც.
დაპირისპირებისას რამდენიმე ადამიანი, მათ შორის სამართალდამცველები დაშავდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები