რაგბისტი მერაბ კვირიკაშვილი ტრაგედიის შემდეგ მოედანზე პირველად დაბრუნდა

რაგბისტმა მერაბ კვირიკაშვილმა ტრაგედიის შემდეგ, ქუთაისში გამართულ მატჩზე პირველად ითამაშა. საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის მე-5 ტურის ცენტრალური შეხვედრა ქუთაისში, აია არენაზე გაიმართა, სადაც ადგილობრივმა კლუბმა მოქმედ ჩემპიონს ლელოს უმასპინძლა და მეტოქე 25:17 დაამარცხა.
მატჩის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ეპიზოდი იყო, როდესაც მერაბ კვირიკაშვილი სტადიონზე გამოვიდა. მეორე ტაიმის დასაწყისში ლელოს შემადგენლობაში ცვლილება განხორციელდა და ოთარ ბარკალაიას ნაცვლად თამაშში მერაბ კვირიკაშვილი ჩაერთო.
კვირიკაშვილი ქართული რაგბის ისტორიაში გამორჩეული მოთამაშეა, მას ბორჯღალოსნების რიგებში 2003, 2007, 2011 და 2015 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატებზე აქვს ნათამაშები და ნაკრების მთავარი მექულეა.
შეგახსენებთ, რომ 21 ივლისს, ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. ტრაგედიისას დაიღუპა სპორტსმენის მეუღლეც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები