“არ არსებობს არანაირი საფუძველი, რომ ეჭვქვეშ დადგეს საარჩევნო პროცესის, ან არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობა”

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, 8 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნები ქვეყნის გაძლიერებისთვის მნიშვნელოვნად წინგადადგმულ ნაბიჯად შეაფასა.
„ვთვლი და ეს არის ძალიან სასიამოვნო, რომ 8 ოქტომბერს, საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდათ თავისუფალი არჩევანის გაკეთების გაცილებით უკეთესი საშუალება, ვიდრე წინა საპარლამენტო არჩევნების დროს და ეს ჩვენი ქვეყნის, სახელმწიფოს გაძლიერებისთვის მნიშვნელოვნად წინგადადგმული ნაბიჯია.
საარჩევნო პროცესში ბევრი ხარვეზი იყო. იყო სერიოზული ხარვეზებიც, დანაშაულის ნიშნებიც, რომელთა შესახებაც ალბათ, კომპეტენტური ორგანოების საბოლოო გადაწყვეტილებებს ვიხილავთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩემი ღრმა რწმენით, არ არსებობს არანაირი საფუძველი, რომ ეჭვქვეშ დადგეს საარჩევნო პროცესის, ან არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობა“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები