ირაკლი კობახიძე: დღეს საქართველომ აირჩია ღირსება, თავისუფლება, დემოკრატია

ჩვენ მოვიპოვეთ დამაჯერებელი გამარჯვება ამ არჩევნებში, რაშიც დარწმუნებული ვიყავით, – ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული მოძრაობის“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოს მოსახლეობამ აირჩია ღირსება, თავისუფლება და დემოკრატია.
„ჩვენ მოვიპოვეთ დამაჯერებელი გამარჯვება ამ არჩევნებში, რაშიც დარწმუნებული ვიყავით. ჩვენ მხარს გვიჭერს საქართველოს მოსახლეობა იმ მიღწევებისთვის, რაც გვაქვს 4 წლის განმავლობაში, ჩვენი ნათელი სახეებისთვის, ჩვენი ლიდერის გამო და იმ დაპირებების გამო, რომლითაც წარვდექით ჩვენი ამომრჩევლის წინაშე. დღეს საქართველომ აირჩია ღირსება, თავისუფლება, დემოკრატია, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას მომდევნო 4 წლის განმავლობაში“, – განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „იმედის“ ეგზიტპოლის მიხედვით, არჩევნებში „ქართული ოცნება“ ლიდერობს, რომელსაც ამომრჩეველთა 53.8%-იანი მხარდაჭერა აქვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები