ღერძი: ანკარა – თბილისი – ბაქო

აღმოსავლეთი-დასავლეთის ნაკადების/კომუნიკაციების ჩრდილოეთი-სამხრეთის კომუნიკაციებზე პრევალირება

 

თეიმურაზ თუმანიშვილი – GCSSI-ს ექსპერტი უსაფრთხოებისა და
სტრატეგიული დაგეგმარების საკითხებში

ანკარა – თბილისი – ბაქოს ღერძის გამაგრების მიზანშეწონილებაში და პერსპექტივებში არსებობს მთელი რიგი ობიექტიური, თავდაცვით – სტრატეგიული და ეკონომიკური მიზეზები, რომელსაც განვიხილავთ.
კავკასიის ისტორიულ-ეკონომიკური ფუნქცია, როგორც დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის ხიდი ან წვრილი ყელი ნაკადების გამტარიანობის სხვადასხვა მიმართულებებით კარგად ცნობილია აბრეშუმის გზის დროიდან. როგორც იმ დროსაც ტვირთების (საქონლის) ძირითადი ნაკადი (ენერგომატარებლები) დღესაც მიმართულია აღმოსავლეთის და დასავლეთის გზაზე. მაგრამ დღეს ეს არის ნავთობი და გაზი, რომელიც მოიპოვება როგორც კავკასიაში (აზერბაიჯანი), ისე ცენტრალური აზიის ქვეყნებში, ანუ ქვეყნებში, რომლებიც კასპიის შელფს გარშემოა და ესაზღვრება მას, რაიონი, რომელიც ასე მდიდარია თავისი წიაღით. ყველაზე მოკლე, და ესე იგი ყველაზე იაფი გზა მაგისტრალური მილსადენებისათვის აღმოსავლეთიდან დასავლეთში (აზიიდან ევროპაში) – სამხრეთ კავკასიაა . ამიტომ აქ ტრადიციულად ერთმანეთს ეჯახება სხვადასხვა ეროვნებათაშორისო ნავთობ-გაზმომპოვებელი (და მომმარაგებელი) მსოფლიო კორპორაციების ინტერესები, მაგალითად, როგორიცაა ბრიტიშ პეტროლეუმი, შელი, შევრონი, გაზპრომი, როსნეფტი და სხვა.
დასავლური ეროვნებათაშორისო კორპორაციები ტრადიციულად დაინტერესებული არიან კონფლიქტურ რეგიონებში, როგორიცაა სამხრეთ კავკასია, და ცდილობენ შეინარჩუნონ თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე კონფლიქტის სხვადასხვა მხარეთა ბალანსი ამა თუ იმ რეგიონში, ამასთან ერთად აქტიურად ჩართული აქვთ თავიანთი ლობი მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებში.

უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ თვალყურს ვადევნებთ დასავლეთის მხრიდან კავკასიის რეგიონში ინტერესთა აქცენტის გადაადგილებას აზერბაიჯანისკენ. აზერბაიჯანი, ამ სფეროში თავისი სიმძლავრეების გარდა, არის სამხრეთ კავკასიის აღმოსავლური კარი და იქ შეინიშნება სულ უფრო დიდი ინვესტიციები კორპორაციებისა, როგორიცაა ბრიტიშ პეტროლეუმ და შელი.
ამ სფეროში საქართველოს ჯერჯერობით მიეკუთვნება სატრანზიტო დერეფნის როლი, რომელიც აკავშირებს ანატოლიას და აღმოსავლურ შავის ზღვის სანაპიროს აზიასთან და აზერბაიჯანის კასპიისპირეთთან. ეს, ეგრეთ წოდებული სამხრეთ კავკასიის დასავლური კარია, რომლის, როგორც ეს არ უნდა იყოს რუსეთისთვის სასარგებლო, დახურვა ვერანაირად ვერ მოხერხდა.
სომხეთი, რომელიც ამ მომენტისთვის წარმოადგენს სამხრეთ კავკასიის ინერტულ მიმდებარე ტერიტორიას, პოლიტიკური და გეოგრაფიული მაჩვენებლებით აღმოჩნდა გავლენის გარეშე ამ მიმართულებით.
სამხრეთ კავკასიის რეგიონის გეოპოლიტიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე, რომელიც ტრადიციულად წარმოადგენს დასავლეთში გასასვლელს და დასავლური და აღმოსავლური შავი ზღვისპირეთის დამაკავშირებელი ახალი სამაგისტრალო-სატრანსპორტო სისტემების მშენებლობას ცენტრალური აზიის ქვეყნებისათვის, რუსეთი აქტიურად წინ წამოწევს

ალტერნატიულ საკომუნიკაციო-სატრანსპორტო პროექტებს. ერთი მათგანია რკინიგზა, რომელიც აკავშირებს რფ საქართველოსთან (და შემდეგ სომხეთთან) და რომელმაც პროექტის მიხედვით უნდა გაიაროს აფხაზეთის ტერიტორიაზე. ამ რკინიგზას ემატება აგრეთვე ავარო-კახეთის საავტომობილო გზა.
თვით, თუნდაც რუსეთისთვის მნიშვნელოვანი ამ სარკინიგზო მაგისტრალის, როგორც სატრანსპორტო კომუნიკაციის, ეკონომიკური მნიშვნელობა, გადადის მეორე პლანზე, თუ გავითვალისწინებთ ამ ტრასის მთელ ინფრასტრუქტურას, რომლის არსებობა მას დაუპირისპირებს მთელი რიგი მიზეზების გამო მთელ ამ რეგიონისთვის ასე მნიშნელოვან რკინიგზას ბაქო-თბილისი-ყარსი და მაგისტრალურ მილსადენს ბაქო-ჯეიჰანი და შახდენიზი. გასათვალისწინებელია აგრეთვე ამ წელს დაწყებული შავი ზღვის მსხვილი პორტის ანაკლიას მშენებლობა, რომელიც წარმოადგენს მომავალში სერიოზულ სატრანსპორტო (საზღვაო და საავტომობილო-სარკინიგზო) კვანძს ჩინეთსა და ევროპას შორის.
რფ მთავრობის ოფიციალური დოკუმენტის ძირითადი პუნქტი – რუსეთის ფედერაციის სატრანსპორტო სტრატეგია 2020 წლის პერიოდისთვის: „ტრანსპორტის მდგომარეობა და განვითარება წარმოადგენს რუსეთის ფედერაციისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ტრანსპორტი, სხვა ინფრასტრუქტურულ დარგებთან ერთად უზრუნველყოფს საზოგადოების სასიცოცხლო საბაზო პირობებს და წარმოადგენს მნიშვნელოვან ინსტრუმენტს სოციალური, ეკონომიკური, საგარეოპოლიტიკური მიზნების მისაღწევად.“
ამგვარი სარკინიგზო ტრასის მშენებლობა/ექსპლუატაცია გულისხმობს ტრასის გასწვრივ სპეციალური ტერიტორიების (ფართობების) გამოყოფას მისი საიმედო, შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის. ტვირთების მიღების ხასიათიდან და საბოლოო ადრესატიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, რკინიგზის კონტროლი, გზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა მოხდება, სავარაუდოდ, რამდენიმე მხარის მიერ. ეს მოითხოვს გარკვეულ მოლაპარაკებებს რეგიონის რამდენიმე ქვეყანას შორის.
აფხაზეთის ტერიტორია, რომელზეც იგეგმება რკინიგზის გაყვანა, არ არის აღიარებული არც ერთი სახელმწიფოს მიერ, რფ გარდა, როგორც სახელმწიფოებრიობის სუვერენული ობიექტი, რაც უდაოდ, ხელშეკრულებების მომზადების შემთხვევაში, გამოიწვევს მხარეთა კონფლიქტს დიპლომატიურ-იურიდიულ დონეზე. აქ აშკარად ჩანს მოსკოვის სწრაფვა თავისი კომუნიკაციებით (ჩრდილოეთიდან სამხრეთამდე) გამსჭვალოს აბსოლუტურად ბუნებრივი, ისტორიულად შემდგარი და კანონზომიერი გზა დასავლეთი-აღმოსავლეთი, ისე როგორც გადიოდა ჩინეთისა და ევროპის დამაკავშირებელი აბრეშუმის გზა.
სწორედ ამ მიზნით იყო მომზადებული და ძალაში შევიდა სამმხრივი ხელშეკრულება GAT რეგიონში უსაფრთხოების შესახებ სამი ქვეყნის: საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის. ამ მნიშვნელოვან ფაქტორს სერიოზულ წინააღმდეგობამდე და დაპირისპირებამე მიყავს მხარეები სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსეთ-საქართველოს რკინიგზისა და ავარო-კახეთის საავტომობილო გზების მომზადების და მშენებლობის შემთხვევაში.
არც თურქეთი და არც აზერბაიჯანი არანაირად არ არის დაინტერესებული ამ საწინააღმდეგო სიტუაციაში ჩართვაზე, როდესაც ერთმანეთს ეჯახება სხვადასხვა ქვეყნის ინტერესები და პირველ რიგში – რუსეთი. სამხრეთ კავკასიაში მკაფიოდ დაბალანსებული პოლიტიკის, როგორც თავდაცვის, ისე ეკონომიკურ ჭრილში, მწვავე საჭიროება გვიხმობს უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ სამივე ქვეყნის: აზერბაიჯანის, თურქეთის და საქართველოს შეიარაღებული ძალებს უსაფრთხოებისა და ანტიტერორისტული მომზადების სფეროში.
ამ ყველა ფაქტორის გათვალისწინებისას ჩნდება სამხრეთ კავკასიაში მთელი ენერგეტიკული-სატრანსპორტო სისტემის კომუნიკაციების კონტროლის და უსაფრთხოების სისტემის შექმნის რეალური აუცილებლობა, და შეიძლება აგრეთვე სამმხრივი თავდაცვითი კავშირის დაფუძნება. ასეთი სისტემის სრულყოფა ხელს შეუწყობს ანკარას, ბაქოსა და თბილისს შორის სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერებას. ასეთი თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითია წინა წლის ზაფხულში ანკარაში გამართული სამი ქვეყნის სპეციალური დანაყოფების წვრთნები „კავკასიური არწივი“. დღევანდელი რეალიები კარნახობენ აგრეთვე საქართველოს სამხედრო-საზღვაო პოტენციალის მნიშვნელობის გაზრდას, რაშიც კარგად გამოიყენებოდა თურქეთის და აზერბაიჯანის სამხედრო-საზღვაო ძალების პირადი შემადგენლობის გამოცდილება.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ თურქეთი განიხილება საქართველოს მიერ, როგორც ქვეყანა – ნატო-ს ბლოკის შემადგენელი ნაწილი, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აღმოუჩინოს მას ამ ბლოკში უფლებამოსილი წევრობის მისაღწევად. თურქეთისთვის კი საქართველო წარმოადგენს ტრანზიტს არა მარტო ენერგო-საკომუნიკაციო, არამედ სამხედრო სფეროშიც. თურქეთსა და საქართველოს შორის ოფიციალური სამხედრო თანამშრომლობის დასაწყისად ითვლება ანკარაში 1996 წლის 4 აპრილს „სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებაზე“ ხელის მოწერა. ამ მომენტიდან სამხედრო-პოლიტიკური და სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის დაიწყო განვითარება წინსვლით ტემპში. 2008 წლის მოვლენების შემდეგ საქართველოს სამხედრო პოტენციალის აღდგენისათვის თურქულმა მხარემ საქართველოს გაუწია ქმედითი დახმარება. დღეისათვის საჭიროა აღვნიშნოთ ანკარასა და მოსკოვს შორის ურთიერთობების დათბობა, მაგრამ რაიმე მჭიდრო და ხანგრძლივ კავშირზე ამ ორ უდიდეს რეგიონალურ მოთამაშეს შორის ლაპარაკს აზრი არა აქვს.
2017 წლის პერსპექტივაში, როგორც განაცხადა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსმა გენერალმა ვახტანგ კაპანაძემ, იგეგმება საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის ერთობლივი წვრთნები, რომელიც შეიძლება ჩატარდეს საქართველოს ტერიტორიაზე 2017 წლის ზაფხულში: „დიახ, ასე იგეგმება, მაგრამ შეიძლება რამე შეიცვალოს…. წვრთნები იქნება მასშტაბური, მთავარი იქნება კონტრტერორისტული საკითხი და უსაფრთხოების საკითხი“.
თავდაცვითი რეგიონალური კავშირები მოწოდებულია უზრუნველყოს არა მარტო უსაფრთხოება, არამედ აგრეთვე ამ არეალის ქვეყნების ეკონომიკურ-ფინანსური აყვავება. ღერძი: ბაქო-თბილისი-ანკარა შეიძლება გახდეს ისეთი რეგიონალური კავშირის ნიმუში, რომელიც საჭიროა სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსის შენარჩუნებისათვის. ავტორიტეტულმა პოლიტოლოგმა ვაფა გულუზადემ თქვა ახალი სამხრეთ კავკასიური კავშირის შექმნის შესაძლებლობის შესახებ: „პოლიტიკის, ეკონომიკის და უსაფრთხოების სფეროებში დამყარებული კავშირები ქმნიან სამხრეთ კავკასიური კავშირის შექმნის საჭიროებას. მაგალითად, რუსეთმა შექმნა ევრაზიული კავშირი, და ჩვენ რატომ არ შევქმნათ?“
ზემოთთქმულის ჭრილში რისკების არგათვალისწინებისას და მოვლენების შესაძლებელი სცენარების შეუფასებლობისას საქართველო შეიძლება დარჩეს მოკავშირეების გარეშე რეგიონში და საკმაოდ შესაძლებებლია, რომ დარჩება ერთი ერთზე თავისი ჩრდილოეთ მეზობელთან – მოსკოვთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები