შალვა პაპუაშვილი: დღეს ერეკლეობაა – იმ მეფის ხსენება, რომელმაც გაბედა, მცირე ქვეყნის გული დაეცვა იმპერიების დაუნდობელ ჭიდილში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე II-ის ხსენების დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“დღეს ერეკლეობაა! იმ მეფის ხსენება, რომელმაც გაბედა, მცირე ქვეყნის გული დაეცვა იმპერიების დაუნდობელ ჭიდილში. დიდება მეფე ერეკლეს, საქართველოს მახვილსა და ფარს!“, – წერს პაპუაშვილი.
შეგახსენებთ, მეფე ერეკლეს დაბადებიდან 305 წელი გავიდა.