დავით მათიკაშვილი: 2007 წლის 7 ნოემბერს სააკაშვილის რეჟიმმა „იმედის“ წინააღმდეგ სამარცხვინო ფაქტი ჩაიდინა, როდესაც მოხდა ძალმომრეობით ტელეკომპანიაში შეჭრა

,,2007 წლის 7 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა „იმედის“ წინააღმდეგ სამარცხვინო ფაქტი ჩაიდინა, როდესაც მოხდა ძალმომრეობით ტელეკომპანიაში შეჭრა, ჟურნალისტებზე თავდასხმა, ტექნიკის დამტვრევა, შემდგომ მიტაცება ტელევიზიის და ამ ყველაფერს ისინი დემოკრატიის და ქვეყნის დამოუკიდებლობის ჭრილში ასაღებდნენ”,- ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

,,ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, თუ როგორ ხდებოდა 2012 წლამდე მასმედიაზე ზეწოლა, ხელისუფლების ძალმომრეობა და დღეს როგორ კარდინალურად არის შეცვლილი სიტუაცია“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებიდან 18 წელი გავიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები