გიორგი ვოლსკი – ევროკომისიის გაფართოების ანგარიშზე: ეს დოკუმენტი არის პოლიტიკურად ანგაჟირებული

“ეს დოკუმენტი არის პოლიტიკურად ანგაჟირებული”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ევროკომისიის გაფართოების ანგარიშზე საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ გამოვრიცხავთ, რომ ამ მოხსენების ავტორებმა არ იცოდნენ ის, თუ რამდენად რეზოლუციას, განცხადებას თუ სხვა პოლიტიკურ დემარშს შეუერთდა საქართველო, როდესაც უკრაინის ინტერესებს იცავდა. ზუსტად იციან, რომ არ შეესაბამება არცერთ დემოკრატიული სახელმწიფოს კანონმდებლობას რევოლუციის მოწყობა, ფიზიკური დაპირისპირების ორგანიზება, ცეცხლის დანთება, პარლამენტის გადაწვის მცდელობა და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ცნობილია და როდესაც ამ მოხსენებაში საწინააღმდეგო პოზიციას აყალიბებ, რასაკვირველია აქ უნდა ვიგულისხმოთ, რომ ეს დოკუმენტი არის პოლიტიკურად ანგაჟირებული და კონკრეტულ მიზანს ემსახურება“, – აცხადებს ვოლსკი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები