გაერო-ს უშიშროების საბჭომ დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც სირიის პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარასთან და ქვეყნის რამდენიმე მაღალი რანგის ოფიციალურ პირთან მიმართებით მოქმედი სანქციების მოხსნას ითვალისწინებს.
გადაწყვეტილება მიღებულ იქნა პრეზიდენტის დაგეგმილი ვიზიტის წინ, რომელიც მომავალ კვირაში, ვაშინგტონში უნდა გაიმართოს.
როგორც სააგენტო Reuters-ი იუწყება, სანქციების მოხსნის ინიციატივა შეერთებულმა შტატებმა წარადგინა, რისი მიზანიც სირიასა და დასავლეთს შორის პოლიტიკური ურთიერთობების ნორმალიზაციაა. რეზოლუციას მხარი უშიშროების საბჭოს 14 წევრმა დაუჭირა, ხოლო ჩინეთმა თავი შეიკავა კენჭისყრისგან.
მედიის ცნობით, სირიის ახალი ხელმძღვანელობა საერთაშორისო იზოლაციის დასრულებასა და ეკონომიკური კავშირების აღდგენას ცდილობს მას შემდეგ, რაც ყოფილი პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი 2024 წლის დეკემბერში ჩამოაქვეითეს.
გაერო-ს წარმომადგენლების თქმით, სანქციების მოხსნა დროებითია და დამოკიდებული იქნება სირიის მთავრობის მხრიდან პოლიტიკური და ჰუმანიტარული ვალდებულებების შესრულებაზე.