,,თავად რატომ არ დაურეკა მანჩო გიორგობიანმა მისთვის სანდო პატრულს?! მნიშვნელოვანი კითხვაა და ლეგიტიმური” – თაკო ჩარკვიანი
,,თავად რატომ არ დაურეკა მანჩო გიორგობიანმა მისთვის სანდო პატრულს?! მნიშვნელოვანი კითხვაა და ლეგიტიმური”, – ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თაკო ჩარკვიანი ძმისშვილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს, რომელიც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაშია მხილებული.
,,მაინტერესებს! მანჩო გიორგობიანი არის საყოველთაოდ ცნობილი, თავგადადებული მეხოტბე ამ ხელისუფლების, შემომწირველიც კი და .ა.შ. ახლა მე ვკითხულობ, მისთვის სანდო ხელისუფლების პატრულს რატომ არ დაურეკა საშველად. ღამე რატომ დაურეკა გარდაცვლილი შვილის მეგობრებს “მომეშველეთ , მირტყამენ მცემესო” . კითხვა ლეგიტიმურია, რა არის ეს, პროვოკაცია თუ რა????? რატომ უნდა შეიყვანო შეცდომაში შვილის ტოლი ბიჭები. რატომ?! მე ამას არავის გამართლების გამო არ ვწერ.
ვიდეოზეც ჩანს ყველაფერი, როგორ ეუბნება ეს ქალბატონი …..
და მაინც ღამე გარდაცვლილი მეგობრის დედა რომ გირეკავს მცემენ მიშველეო, პირველი რეაქციაა,რომ ალბათ გარბიხარ საშველად, მით უფრო ამ დროში…..
აი თავად რატომ არ დაურეკა მანჩო გიორგობიანმა მისთვის სანდო პატრულს?!
მნიშვნელოვანი კითხვაა და ლეგიტიმური!”,- წერს ჩარკვიანი.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, მოქალაქე მანანა გიორგობიანი დააკავეს.
უწყების ცნობით, მიმდინარე წლის 2 ნოემბერს, გვიან ღამით, ბრალდებულმა გიორგობიანმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთი სუპერმარკეტის თანამშრომლებს – 2006 წელს დაბადებულ თ.მ.-ს და 2004 წელს დაბადებულ ე.მ.-ს, რის შემდეგაც დაუკავშირდა თავის ნაცნობს – 1996 წელს დაბადებულ ჯ.ჩ.-ს, რომელიც ადგილზე თანმხლებ პირებთან ერთად მივიდა, რა დროსაც მათ, სუპერმარკეტის ორი თანამშრომელი ძალის გამოყენებით გაიყვანეს გარე ტერიტორიაზე და ჯგუფურად ფიზიკურად გაუსწორდნენ. სამართალდამცველების მიერ იდენტიფიცირებულია დანაშაულში მონაწილე ექვსივე პირი. ფაქტთან დაკავშირებით გრძელდება შესაბამის საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების ადგილსამყოფელის დადგენისა და მათი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც მოცემულ შემთხვევაში ჯგუფურ ძალადობას და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს.
შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.