Gunvor-მა Lukoil-ის აქტივების შესყიდვა გადაიფიქრა

“ენერგეტიკულმა ვაჭრობის გიგანტმა Gunvor Group-მა ოფიციალურად განაცხადა, რომ აღარ აპირებს რუსული ნავთობკომპანია Lukoil-ის საერთაშორისო აქტივების შესყიდვას”,- ამის შესახებ საერთაშორისო მედია წერს.

შვეიცარიულმა კომპანიამ გუშინ განაცხადა, რომ რუსული ნავთობკომპანია Lukoil-ის უცხოური აქტივების შესყიდვაზე წინადადება უკან წაიღო მას შემდეგ, რაც აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა მას კრემლის “მარიონეტი” უწოდა

“პრეზიდენტმა ტრამპმა მკაფიოდ თქვა, რომ ომი დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. სანამ პუტინი უაზრო მკვლელობებს განაგრძობს, კრემლის მარიონეტი Gunvor ვერასდროს მიიღებს ოპერირებასა და მოგების ნახვაზე ლიცენზიას,” – დაწერა აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა.

შეგახსენებთ, 22 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვლადიმირ პუტინთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა და რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ორ უმსხვილეს რუსულ ნავთობკომპანიას, Lukoil-სა და Rosneft-ს, სანქციები დაუწესა.

Gunvor-ის წარმომადგენლის თქმით, კომპანია კვლავ შეაფასებს ენერგეტიკული აქტივების შესყიდვის სხვა შესაძლებლობებს, რომლებიც შეესაბამება მოქმედ საერთაშორისო ნორმებსა და სანქციის წესებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები