ნინო წილოსანი: ის ბრალი, რაზეც მთავარმა პროკურორმა ისაუბრა, არის ფაქტები – მათ შორის სახელმწიფო ინსტიტუციებზე შეტევის, თავდასხმის და სახელმწიფოს გადატრიალების შესახებ
“ის ბრალი, რაზეც მთავარმა პროკურორმა ისაუბრა, არის ფაქტები – მათ შორის სახელმწიფო ინსტიტუციებზე შეტევის, თავდასხმის და სახელმწიფოს გადატრიალების შესახებ,”- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა ოპოზიციური სპექტრის 8 წარმომადგენლის მიმართ დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
„ამ ადამიანების მხრიდან ჩვენ წლებია ვხედავთ მოქმედებას, ვუყურებთ მოწოდებებს და ის ბრალი, რაზეც მთავარმა პროკურორმა ისაუბრა, არის ფაქტები, რომელსაც საჯაროდ ვხედავდით. მათ შორის იყო მათივე მოწოდება სახელმწიფო ინსტიტუციებზე შეტევის, თავდასხმის, სახელმწიფოს გადატრიალების. ეს ყველაფერი მათივე საწინააღმდეგოდ იმუშავებს და სწორედ ამ წარდგენილი ბრალის შესაბამისად, იმედი მაქვს რომ შესაბამისი უწყებები დაადასტურებენ და დაამტკიცებენ ჩვენს ხელთ არსებულ და ჩვენს თვალწინ მათი მხრიდან ჩადენილ არაერთს დანაშაულს“, – განაცხადა წილოსანმა.
შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ განაცხადა, რომ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ.