თამარ ჩუგოშვილი გვარამია – ახვლედიანის აუდიოჩანაწერს აფასებს

“მნიშვნელოვანია, ასეთი ტიპის გავლენის მოხდენის მცდელობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე არ იქნას დაშვებული”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრი თამარ ჩუგოშვილი ნიკა გვარამიასა და მამუკა ახვლედიანის აუდიოჩანაწერის კომენტირებისას აცხადებს.
„როგორც აღმოჩნდა, თავად იწერდა ნიკა გვარამია თავის თანამოსაუბრესთან კომუნიკაციას, ასევე, აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს ხდებოდა მაშინ, როდესაც საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობდა „რუსთავი 2”-ის საქმის განხილვა და თვითონ ეს ადამიანი წარმოადგენდა მხარეს ამ პროცესში. ასევე, ჩვენ გვახსოვს სხვა შემთხვევები, როდესაც გარკვეული ფორმით ხდებოდა გარკვეულ მოსამართლეებზე ზეწოლის არაერთი მცდელობა, მათ შორის პირდაპირი და ღია მუქარა მოსამართლეებზე, მათი ციხეში ჩასმით და სხვადასხვა უხეში ფორმით, რაც არის აბსოლუტურად გასული გამოხატვის თავისუფლების სფეროდან და აბსოლუტურად მიუღებელია. აღსანიშნავია, რომ უზენაეს სასამართლოში ჯერ კიდევ მიმდინარეობს „რუსთავი 2”-ის დავის განხილვა. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ტიპის გავლენის მოხდენის მცდელობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე არ იქნეს დაშვებული, რადგან სასამართლოს მიეცეს შესაძლებლობა, მშვიდ ვითარებაში განიხილოს ეს საქმე”,- განაცხადა ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები