“ნიკა გვარამია ფარულად იწერს მიხეილ საკაშვილის თათბირს” (აუდიო)

ნიკა გვარამია ფარულად იწერს მიხეილ სააკაშვილის თათბირს – ამ სათაურით ინტერნეტსივრცეში ფარული აუდიოჩანაწერი ვრცელდება, სადაც, სავარაუდოდ, საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი კახა ბენდუქიძე და ყოფილი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები სხვადასხვა საკითხებზე საუბრობენ, მათ შორის, გიორგი მარგველაშვილის ერთ-ერთ განცხადებაზეც და მას შეურაცხმყოფელი ფრაზებით მოიხსენიებენ.
ინტერნეტსივრცეში ასევე გავრცელდა კიდევ ერთი ვიდეო, სახელწოდებით – “მიხეილ სააკაშვილის მორიგი თათბირი“.  აღნიშნულ ვიდეოშიც, სავარაუდოდ, ექსპრეზიდენტი და ყოფილი მთავრობის წარმომადგენლები საუბრობენ.
ამჯერად ისინი  რელიგიურ დღესასწაულებთან დაკავშირებით არსებულ უქმეებზე მსჯელობენ.
“პრემიებს ვარიგებთ რელიგიურ დღესასწაულებზე,  რატომ?“ – კითხულობს საუბარში მონაწილე ერთ-ერთი პირი.
“წმინდა გიორგის გარდა როდის ვარიგებთ?“ – ამბობს ქალბატონი.

„წმინდა გიორგი ერთადერთი წესიერი კაცია მაგათგან“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
ცნობისთვის, აღნიშნული აუდიოჩანაწერები youtube-ში, “რუსთავი 2“ – ის სახელით დარეგისტრირებულმა მომხმარებელმა განათავსა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები