შატბერაშვილი პროკურატურას მოუწოდებს, აკაკი ჩხაიძესთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს

“მემარცხენე ალიანსის” გენერალური მდივნის, სოსო შატბერაშვილის განცხადებით, აკაკი ჩხაიძის დის კადრების გავრცელებასთან პარტიას კავშირი არ აქვს.
შატბერაშვილის თქმით, ედუარდ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში, რკინიგზის დეპარტამენტის თავმჯდომარე, აკაკი ჩხაიძე, რომელიც ლანჩხუთსა და ჩოხატაურში დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის კენჭს, არჩევნებიდან უნდა მოიხსნას.
შატბერაშვილის თქმით, “აკაკი ჩხაიძეს კრიმინალური წარსული აქვს და ხალხს ვერ მიხედავს”.
“რა უნდა გაუკეთოს მან ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მოსახლეობას, როდესაც მისი საკუთარი და უფასო სასადილოთი და სახელმწიფოს შემწეობით სარგებლობს. რაც შეეხება გავრცელებულ კადრებს, მასთან არანაირი კავშირი გვაქვს. ჩვენ მხოლოდ დოკუმენტები გვაქვს”, – აღნიშნა შატბერაშვილმა.
პარტიის გენერალურმა მდივანმა მოუწოდა ცესკო-ს, მოხსნას ჩხაიძის კანდიდატურა, პროკურატურას კი გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა.
ცნობისთვის, დღეს გავრცელდა კადრები, სადაც ნაჩვენებია, როგორ გაჭირვებაში იმყოფება აკაკი ჩხაიძის და.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები