მჟავანაძე შესაძლო დესტაბილიზაციაზე საუბრობს – ეს ვაჟბატონები თუ ასე გააგრძელებენ, თავს ციხეში ამოყოფენ

„მე ვფიქრობ, რომ დესტაბილიზაციას ხელს შეუშლის პრევენციები“, -ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში ,,უფლებადამცველთა გაერთიანების’’ თავმჯდომარემ, ნიკოლოზ მჟავანაძემ განაცხადა.
მჟავანაძე დესტაბილიზაციის მოწყობას შესაძლებლად მიიჩნევს. როგორც უფლებადამცველი ამბობს, ინფორმაცია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისებიდან ჟონავს.
“მე ვფიქრობ, რომ დესტაბილიზაციის განხორციელებას ხელი უნდა შეუშალოს იმ ოპერატიულმა სამუშაოებმა, რომელიც ალბათ ჩატარდება, რადგან ერთ-ერთი წარმატებული მინისტრი არის კახა კახიაშვილი და გაითვალისწინებენ ამას.
თურქეთში, ამხელა ქვეყანაში, მოხერხდა ამის გაკეთება და აქაც შეუძლებელი არაფერია. ეს ინფორმაცია ეფუძნება მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებს. მე ყველა კარტს ვერ გავშლი. ასეთი ინფორმაციები პირადად მათგან მოდის“, – განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მჟავანაძე ყურადღებას ამახვილებს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებულ კვლევებზე, რომელიც, მისი აზრით, დესტაბილიზაციისთვის შესამზადებელი ნიადაგი იქნება .
“მათ უკვე გააკეთეს განცხადება, რომ არ დაელოდებიან ცესკოს მონაცემებს. მათთვის ამომავალი წეტილი არის „GFK“-კვლევები, რომელიც დაიდება.
ესე იგი ჩვენ თარხნიშვილის ცოლის მიერ გამოქვეყნებული კვლევები უნდა დავიჯეროთ, სწორედ მისი ცოლი ასრულებს საველე სამუშაოებს და რა შედეგებს დადებს, რთული მისახვედრი არ არის“, – განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.
მისივე ინფორმაციით, „ხელისუფლება ინარჩუნებს სტაბილურ გარემოს. არჩევნების შემდეგ კი ნებისმიერ გადაცდომას შესაბამისი რეაგირება ექნება და ეს ვაჟბატონები თუ ასე გააგრძელებენ, ამოყოფენ თავს ციხეში”, -განაცხადა მჟავანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები