შეიძინეთ საყოფაცხოვრებლო ტექნიკა საბანკო და შიდა განვადებით

კომპანია “deals.ge”  საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და აქსესუარების ონლაინ მაღაზიაა, რომელიც ქართულ ინტერნეტსივრცეში 2014 წლიდან ფუნქციონირებს და მომხმარებელს პროდუქციის მრავალფეროვან არჩევანს, მაღალ ხარისხსა და ფასის მუდმივ კონტროლს სთავაზობს.
ინტერნეტმაღაზიაში წარმოდგენილია ათასობით სხვადასხვა დასახელების პროდუქტი, მათ შორის მსხვილი და წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა: მაცივარი, სარეცხის მანქანა, გაზქურა, გამწოვი და სხვა.
www.deals.ge-ს მიზანია, მომხმარებელს დამღლელი პროცედურები და ზედმეტი დანახარჯები აარიდოს და შოპინგის პროცესი რაც შეიძლება მარტივი და ინოვაციური გახადოს. სწორედ ამ მიზნით, საიტზე მოქმედებს მოქნილი და ეფექტური მიწოდების სერვისი, რაც ნივთის როგორც თბილისის, ისე მთელი საქართველოს მასშტაბით მიტანას გულისხმობს.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ სასურველი ნივთის შესაძენად თანხა არ გყოფნით, საშუალება გეძლევათ საბანკო ან შიდა განვადების პირობებით ისარგებლოთ. ონლაინ განვადების გაფორმება შეგიძლიათ ბანკ “რესპუბლიკასთან”, “ლიბერთი ბანკთან” და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია  “კრედიტსერვისთან”.
განვადების პირობები საკმაოდ მარტივია: უნდა შეავსოთ ონლაინ აპლიკაცია და ბანკის გადაწყვეტილებას დაელოდოთ. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ინტერნეტმაღაზიის წარმოამდგენლები შეძენილ ნივთს სახლში მოგიტანენ, რაც დღევანდელი დატვირთული ცხოვრების რიტმის გათვალისწინებით, მომხმარებლისთვის დამატებითი კომფორტია.
რაც შეეხება შიდა განვადების პირობებს, ამ სერვისით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ თბილისის მცხოვრებლებს. შიდა განვადების ხანგრძლივობა 2- 12 თვეა, 500 ლარამდე ღირებულების პროდუქტზე წინასწარი შესატანის საჭირო არ არის, ხოლო დამტკიცების საკომისიო და პროცენტი დამოკიდებულია პროდუქტის ღირებულებასა და მომხმარებლის მიერ არჩეული თვეების რაოდენობაზე. განვადების დამტკიცების შემთხვევაში, კურიერი ხელშეკრულებას და შეძენილ პროდუქტს მითითებულ მისამართზე, მაქსიმუმ 48 სამუშაო საათში მოგაწვდით.
შიდა განვადების გარდა, პროდუქტის შეძენა შესაძლებელია “deals.ge”-ს პარტნიორ შპს „ისთ ვესთ კაპიტალის“ სწრაფი სესხების მეშვეობით.
R
http://deals.ge/

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები