მიხეილ სააკაშვილი: ჟვანიას საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესებზე გაჟღერებული განცხადებები უხერხულია

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის და ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ზურაბ ჟვანიას მკვლელობის დაბრალება იყო სრული სისულელე, – აღნიშნულის შესახებ მან “ფეისბუქლაივის” დროს განაცხადა.
„ხომ აღმოჩნდა, რომ ყველაფერი ბლეფი და სისულელეა. ზურაბ ჟვანიას ძმამ ხომ გაიკეთა კარიერა. ნუთუ სისულელეს აღარ აქვს საზღვარი“, – აღნიშნა სააკაშვილმა.
ამასთან, სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ჟვანიას საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესებზე გაჟღერებული განცხადებები უხერხულია. „სასამართლო პროცესებზე ბევრი რაღაც გამჟღავნდა, რაც არ იყო სასურველი და ამაზე კითხვის დასმა, ცოტა არ იყოს უხერხულია“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები