ვალერიან გორგილაძე – “ნაცმოძრაობას” ჟანრის კრიზისი აქვს

სოციოლოგ, ვალერიან გორგილაძისთვის დღეს ჟურნალისტ შალვა რამიშვილის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია GFK-ის კვლევების გაყალბებასთან დაკავშირებით, სენსაცია არ ყოფილა.
გორგილაძის თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” წლების მანძილზე აყალბებდა სოციოლოგიურ კვლევებს, რითაც საზოგადოების აზრის ფორმირებას ცდილობდა.
“ჩემთვის, ეს მაინცდამაინც დიდი სენსაცია არ არის. ამაზე რამდენიმე წელია, ვსაუბრობ – “ნაციონალურ მოძრაობას” აქვს სამი კვლევითი ორგანიზაცია, რომლის მეშვეობითაც, ის საზოგადოების აზრის მანიპულაციას ახდენს. ორი ორგანიზაცია უშუალოდ “ნაციონალური მოძრაობის” წევრების დაფუძნებულია, მესამე – თვითონ არის დაკავშირებულია. ეს დეზინფორმაცია და გაყალბება არის სტილი, რომელიც “ნაცმოძრაობამ” დაამკვიდრა და სამწუხაროა, რომ ამით სოციოლოგიას დარტყმა მიადგა. არც ერთ ქვეყანაში სოციოლოგია ასეთი ნეგატიური კონოტაციით არსად არის მოხსენიებული, გარდა საქართველოსი. ეს არის უშუალოდ ამ პოლიტიკური ორგანიზაციის “დამსახურება”. ბუნებრივია, როდესაც არჩევნებს აყალბებ, იქ სოციოლოგიური კვლევების გაყალბება, დიდ პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს”, – განაცხადა გორგილაძემ.
მისი თქმით, დღეს გამოვლინდა ის ფაქტი, რაზეც ბევრი სოციოლოგი წლებია, საუბრობს.
2003 წელს, “ნაციონალურმა მოძრაობამ” ეგზიტპოლებით გარკვეული დესტაბილიზაციის მოწყობა შეძლო. ეგზიტპოლებმა გამოიწვია “ვარდების რევოლუცია”. ის რომ, ეგზიტპოლებს აყალბებდნენ, 2008 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს და 2012 წელსაც, იგივე GFK ატარებდა “ნაციონალური მოღძაობის” ინტერესებს. გასაგებია, რომ შეეცდებიან დესტაბილიზაციას, ამაზე “ქართული ოცნებაც” საუბრობს, ცალკეული ექსპერტებიც, ბიძინა ივანიშვილიც. ხელისუფლება ცდილობს, პრევენცია განახორციელოს და ეს გაშიფრული სქემა გაავრცელოს. ნაცმოძრაობას, როგორც ჩანს, ჟანრის კრიზისი აქვს, მეორდებიან და ყველა მეთოდოლოგია, რასაც ადრე იყენებდნენ, ცნობილია. ამიტომ, ნაკლებად სავარაუდოა სერიოზული დესტაბილიზაცია”, – აღნიშნა სოციოლოგმა.
ცნობისთვის, ჟურნალისტ შალვა რამიშვილის განცხადებით, GFK-ს კვლევის მონაცემების მიხედვით, რომელიც ნოტარიუსთან იყო დალუქული და დღეს გაიხსნა, “ნაციონალურ მოძრაობას” 12,5 პროცენტი აქვს და არა 26 პროცენტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები