ეკა ბესელია ჯაფარიძის დაკავებაზე: არავის სჭირდება რურუას შტაბის უფროსისთვის იარაღის ჩადება

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნიკა რურუას შტაბის უფროსის, დავით ჯაფარიძის დაკავების ფაქტს „ქართული ოცნების“ წევრი ეკა ბესელია გამოეხმაურა და განაცხადა, რომ  რურუას შტაბის უფროსისთვის იარაღის ჩადება და  დაკავება არავის სჭირდება.
როგორც ტელეკომპანია „ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერში ბესელიამ აღნიშნა, იგი რურუას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ მისი შტაბის უფროსს იარაღი ჩაუდეს, არ ენდობა.
„არ ვენდობი იმ ინფორმაციას, რომელსაც რურუა ავრცელებს. არ სჭირდება არავის რურუას შტაბის უფროსისთვის იარაღის ჩადება და დაკავება. ჩვენი ამოცანა არის, საარჩევნო კამპანიის ბოლო კვირა რაც შეიძლება  მშვიდი იყოს.
ვისაც არ უნდა, რომ იყოს მშვიდი, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“. მათ უნდათ, რომ იყოს ძალიან დაძაბული და ასეთი ფაქტებით გაჯერებული გარემო. ძალიან მარტივია პასუხი, ვის ინტერესებში შედის ეს. შეიძლება პროვოკაციები ისევ იყოს, თუმცა ჩვენ გვჭირდება თავისუფალი, წყნარი, დემოკრატიული საარჩევნო გარემო. ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ნუ ავყვებით ნურავის მიერ პროვოცირებულ თუ წამოწყებულ პროვოკაციას. მშვიდად უნდ მივიდეთ არჩევნების დღემდე“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ნიკა რურუას მთაწმინდის შტაბის ხელმძღვანელი დავით ჯაფარიძე დააკავეს. რურუას მტკიცებით, მისი შტაბის უფროსს იარაღი ჩაუდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები