გავარკვევთ ქეთათოსთან, შეთანხმება მოხდება – ოთარ კახიძე ჩარკვიანის სიმღერის გამოყენებაზე საუბრობს

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ოთარ კახიძის განცხადებით, პარტიის მიერ ირაკლი ჩარკვიანის სიმღერის გამოყენებასთან დაკავშირებით, მომღერლის ქვრივთან შეთანხმება მოხდება.
კახიძისთვის უცნობია, სიმღერის გამოყენებასთან დაკავშირებით, ქეთათოსთან კონტრაქტი დაიდება თუ არა.

“ვერ გეტყვით, არ ვარ საქმის კურსში, მაგრამ მოგვარდება ეს საკითხი, გავარკვევთ ქეთათოსთან და შეთანხმება მოხდება”,- განაცხადა “პირველთან” საუბრისას კახიძემ.

შეგახსენებთ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ლევან ვარშალომიძის მხარდამჭერებთან შეხვედრის ღონისძიების მუსიკალური გაფორმების დროს, ირაკლი ჩარკვიანის სიმღერა – “მე შენთან მოვალ” გამოიყენეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, პარტიას ირაკლი ჩარკვიანის მეუღლემ, ქეთათო ჩარკვიანმა მიმართა და აღნიშნა, რომ საავტორო უფლებები დაირღვა.

ამ ეტაპზე, მომღერლის ქვრივი “ნაციონალური მოძრაობისგან” კონტრაქტის გაფორმებას და 3 ოქტომბრამდე სიმღერის გამოყენების საფასურის გადახდას ითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები