მამუკა ახვლედიანი: ნიკა გვარამიასთან შეხვედრის ინიციატორი მე არ ვყოფილვარ

“რუსთავი 2“ -ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებას, რომ “რუსთავი 2 “- ის საქმეზე მასსა და საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, მამუკა ახვლედიანს შორის შეხვედრა ამ უკანასკნელის ინიციატივით შედგა, მამუკა ახვლედიანი არ ადასტურებს.
როგორც ახვლედიანმა “კვირას“ განუცხადა, მსგავსი შინაარსის საუბრებს მართლაც ჰქონდა ადგილი, თუმცა ის, რომ შეხვედრა წინასწარ დაგეგმილიყო, ეს მისი თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება. ახვლედიანი ვერ ადასტურებს, რომ დიალოგი, რომელიც აუდიოჩანაწერში ისმის, მხოლოდ ერთი შეხვედრისას შემდგარი საუბარია.
“მე არ ვიცი ვინ რა ინტერპრეტაციას აძლევს და ვინ ითხოვა შეხვედრა. შესაძლოა, ამ ადამიანს საჯარო ურთიერთობის ან რაღაცა ღონისძიების დროს ან კონკრეტულად ოჯახში შევხვდი და ამ თემებზე ვისაუბრე. მე არ ვიცი, ვინ დაუძახა, ვინ სთხოვა ჩემი სახელით შეხვედრა. ჩემთვის უცნობია, რომ ჩემი ინიციატივით მოხდა, რატომ შეიძლება მეთხოვა ლოგიკა რაშია?! იყო რამდენიმე შეხვედრა, მაგრამ ეს არ იყო საიდუმლო ფორმატის. ვისაუბრეთ იმაზე, რასაც ვსაუბრობდი საჯარო სივრცეში. მე იმასაც ვერ ვადასტურებ, რომ ეს ერთ შეხვედრაზე შემდგარი საუბარია“, – განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები