ნიკა გვარამია აღიარებს, რომ მამუკა ახვლედიანთან საუბარი ფარულად, თავად გადაიღო

ტელეკომპანია “რუსთავი 2″-ის გენერალური მდივანი მისი და საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის საუბრის ამსახველი აუდიოჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებს.
როგორც გვარამიამ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული საუბარი ფარულად, ტელეფონით თავად გადაიღო.
“რუსთავი 2“ -ის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნული ქმედების მიზეზებზე ისაუბრა.
„ეს ჩანაწერი გაკეთებულია ჩემ მიერ, ეს არ არის სატელეფონო ჩანაწერი, ეს ჩანაწერი გადაღებულია ჩემ მიერ ფარულად. ეს მოვლენები, რომელიც ამ ჩანაწერში ხდებოდა დახლოებით ერთი წლის წინ, როდესაც პიკი იყო ჩვენი საქმის, კომუნიკაციის სურვილი გამოხატა საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ. თავისთავად ცხადია,  მე ჩემს კოლეგებს, პირველ რიგში, ჩემს 2 მოადგილეს ვესაუბრე ამ საკითხთან დაკავშირებით, ღირდა თუ არა შეხვედრა და ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ შეხვედრა ღირდა და მივიღე რჩევა, რომ შესაბამისი ტექნიკით ვყოფილიყავი აღჭურვილი, რომ ან პროვოკაციას არ ჰქონოდა ადგილი შემდგომში ან თუ რაიმე ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა თქმული, შემდგომ გამოგვეყენებინა მტკიცებულებად. ყველაზე პრობლემატურია, როგორ მოხვდა ჩემ მიერ გაკეთებული ფარული ჩანაწერი ქსელში, ეს ჩანაწერი მაშინვე განადგურდა, იყო ჩემს კომპიუტერში დაცული, ის კომპიუტერი საერთოდ აღარ მაქვს. საქმე გვაქვს ახალ დანაშაულთან, ეს არის კიბერდანაშაული, ყველას გვაქვს ეს ჩანაწერი მოსმენილი, კიდევ რამდენიმე წუთი გრძელდება ეს ჩანაწერი“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები