„იმედი“ „რუსთავი 2“-ს კვლევის საველე მონაცემების გასაჯაროებისკენ მოუწოდებს

ტელეკომპანია „იმედი“ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს პოლიტიკური პარტიების რეიტინგების კვლევის საველე მონაცემების გასაჯაროებისკენ მოუწოდებს.
როგორც ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, იგი მზადაა კვლევის საველე მონაცემები გაასაჯაროოს.
“ტელეკომპანია “იმედის” დაკვეთით, წინასაარჩევნო საზოგადოებრივი აზრის კვლევა GPM strategic solutions-მა საქართველოს მასშტაბით 16-დან 24 სექტემბრის ჩათვლით ჩაატარა. ამ კვლევის გამოქვეყნებიდან ორ დღეში საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგები გაასაჯაროვა “რუსთავი 2”-მა, რომელიც, “რუსთავი 2”-ის განცხადებით, GFK-მ ჩაატარა.
კომპანიას ისევ არ მიუთითებია, ვინ ჩაატარა საველე სამუშაოები. ვინაიდან “რუსთავი 2”-ის კვლევის შედეგებმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია და პოლიტიკური პარტიების ნაწილი უნდობლობას უცხადებს “იმედის” კვლევასაც, ჩვენ მზად ვართ, ყველა დაინტერესებულ პირს მივაწოდოთ საველე მონაცემები. ასევე, მოვუწოდებთ “რუსთავი 2″-ს, საჯარო გახადოს იმ კვლევის ყველა საველე მონაცემი, რომელიც მათ მიერ გამოცხადებულ საზოგადოებრივი კვლევის შედეგებს დაედო საფუძვლად”,- ნათქვამია ტელეკომპანია “იმედის” განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები