“ნაციონალური მოძრაობის” წევრები 5 ოქტომბრისთვის დაგეგმილი აქციის თაობაზე შს მინისტრის მოადგილეს შეხვდნენ

“ნაციონალური მოძრაობის“ წევრები შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდნენ. მათ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, შალვა ხუციშვილთან პარტიის მიერ 5 ოქტომბერს დაგეგმილი აქციის დეტალები შეათანხმეს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, პარტიის წევრებმა უწყების ხელმძღვანელობასთან საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.

“ჩვენ არ გვჭირდება ნებართვა, საქართველოს კონსტიტუციით, ეს არის ჩვენი მოქალაქეების უფლება, მაგრამ როგორც ყოველთვის, ვიქცევით კანონმორჩილად. ჩვენი აქციები არის მშვიდობიანი და კარგად ორგანიზებული, ამისთვის გვჭირდებოდა ეს შეხვედრაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან, ჩვენი ინიციატივით შედგა ეს შეხვედრა და გავიარეთ ყველა ის ტექნიკური საკითხი, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ აქციამ ჩაიაროს მშვიდობიანად, როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე “ნაციონალური მოძრაობის“ აქციებზე“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები