„რუსთავი 2“-ის კვლევების სავარაუდო გაყალბების ფაქტს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია შეისწავლის

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ სოციოლოგიური კვლევების სავარაუდო გაყალბების ფაქტს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია შეისწავლის.
ამის შესახებ ჟურნალისტებს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის პრესმდივანმა, ხატია ყურაშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, დოკუმენტს კომისია შეისწავლის და ინფორმაციას საზოგადოებას უახლოეს მომავალში აცნობებს.
„კვლევის სანდოობა უნდა იქნას გადამოწმებული მაუწყებლის მიერ და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდეს მისი გამოქვეყნება. გარდა ამისა, გამოქვეყნების დროს არის სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რომლის თაობაზეც უნდა ჰქონდეს აუდიტორიას შესაბამისი ინფორმაცია. როგორც უკვე აღვნიშნე, ამ ყველაფერს კომისია შეისწავლის, კომპეტენციის ფარგლებში და მოგვიანებით გაავრცელებს ინფორმაციას“, – აღნიშნა ყურაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს ჟურნალისტმა შალვა რამიშვილმა სკანდალური დოკუმენტაცია გაასაჯაროვა. მისი მტკიცებით, საარჩევნო შედეგებთან დაკავშირებული კვლევა, რომელიც ტელეკომპანია “რუსთავი 2“-მა გამოაქვეყნა, გაყალბებულია. რამიშვილი განმარტავს, რომ GFK-ს კვლევის შედეგების გამოქვეყნებამდე, არსებობდა ორი დოკუმენტი – ერთი გაყალბებული, რომელიც რუსთავი 2-მა გაასაჯაროვა და მეორე ორიგინალი, სადაც რამდენიმე პარტიასთან მიმართებით შედეგები გაყალბებულია.
დღესვე, შალვა რამიშვილმა ფაქტზე რეაგირების მიზნით, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები