გიორგი მღებრიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ძი იენჩის შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, ძი იენჩის შეხვდა.

შეხვედრაზე შს მინისტრმა სტუმარს ბოლო წლებში შს სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო. გიორგი მღებრიშვილმა ყურადღება სამინისტროს რამდენიმე პრიორიტეტულ მიმართულებაზე გაამახვილა, როგორიცაა ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობა, საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიცია, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაძლიერება, საგანგებო სიტუაციების მართვა და საზღვრის მართვის გაძლიერება.

შს მინისტრმა ჩინეთის ელჩთან საუბრისას აღნიშნა, რომ სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და გამოყენება. „ამ მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტრო ქმნის ვიდეოანალიტიკით აღჭურვილ მაღალტექნოლოგიურ ცენტრს, რომლის პრეზენტაციაც უახლოეს დღეებში გაიმართება“, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა სამართალდაცვით სფეროში სამომავლო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების სურვილი გამოთქვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები