კახა კალაძე დიდინეძში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ყველაფერი წარსულს ჩავაბაროთ, უარი ვთქვათ ძალადობაზე – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი , პარტიის ცენტრალური შტაბის უფროსი კახა კალაძე ზუგდიდში, სოფელ დიდინეძში მომხდარ ინციდენტს.
„გუშინ, მაგალითად, ჩვენს აქტივისტებს თავს დაესხა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, ყოფილი გამგებელი, რომელმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ახალგაზრდა გოგონას, რომელიც საავადმყოფოში არის მოთავსებული. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ყველაფერი წარსულს ჩავაბაროთ, უარი ვთქვათ ძალადობაზე და როგორც ნორმალურ, განვითარებულ, ცივილიზებულ ქვეყნებში ხდება, მივიდეთ საარჩევნო ყუთებთან და იქ დავაფიქსიროთ ჩვენი ხმა“,- განაცხადა კახა კალაძემ.
პარტია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები საარჩევნო პლაკატებს აკრავდნენ, რა დროსაც პარტია„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
ინციდენტის შედეგად დაზიანებები მიიღო „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის სამმა წევრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები