დავით უსუფაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს ბოდიშს უხდის

თითოეულ თქვენგანს ბოდიშს გიხდით, თუ თქვენს სამოსამართლეო საქმიანობაში ჩემი ქმედებითაც ხელი შეგიშალეთ, – ამის შესახებ საქართველოს პარალამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლეების ფიცის დადების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
“ბოდიშს გიხდით თუ ჩემი განცხადებითაც ხელი შეგიშალეთ სამოსამართლეო საქმიანობაში იმ მძიმე წუთებშიც კი, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ ძალიან, ძალიან შავი ღრუბლები იყო ხოლმე შეკრებილი და ძალიან არასასურველი მოვლენები ვითარდებოდა, განცხადებები კეთდებოდა ზოგჯერ ჩემგანაც და ამისთვის მე თითოეულ თქვენგანს ბოდიშს გიხდით, თუ თქვენს სამოსამართლეო საქმიანობაში ჩემი ქმედებითაც ხელი შეგიშალეთ“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სწორედ ახლაა სერიოზული გზის გასაყარი, თუ როგორი მომავალი ექნება საკონსტიტუციო სასამართლოს
„არანაკლებია გულისტკივილი ხოლმე თუ ამ კედლებიდან, ამ შენობიდან, აქ მოღვაწე ადამიანებისგან გვესმის ან ვხედავთ ასევე ისეთ ქმედებას, ისეთ სიტყვას, ისეთ მოვლენას, რომელიც არ და ვერ შეესაბამება იმ მაღალ სტატუსს და წოდებას, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს და მის მოსამართლეს აქვს, მაგრამ ეს ყველაფერი გულის სიღრმეში, პირდაპირ გეუბნებით, გიხაროდეთ კიდეც, იმიტომ რომ სასამართლო დამკვიდრდა, სასამართლო შედგა, სასამართლოს არსებობის თაობაზე თითოეულმა მოქალაქემ გაიგო. ამ კონფლიქტებმა, ამ დაძაბულობამ სასამართლო დაამკვიდრა, როგორც ინსტიტუტი. აი ახლა არის სინამდვილეში ძალიან სერიოზული გზის გასაყარი, სწორად წავალთ და სასამართლო იქნება მართლაც კონსტიტუციის მცველი, თუ გაგვექცევა ხელიდან და რთულ ვითარებაში აღმოვჩნდებით“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს ფიცი დადეს მოსამართლეებმა ირინა იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები