“ქართული ოცნების” ნაცემი წევრები ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ მოინახულა

“ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის ნაცემი წევრები ზუგდიდის საავადმყოფოში, ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ვალერი კვარაცხელიამ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან ერთად მოინახულა.
მინისტრის მოადგილე ახალგაზრდების ჯანმრთელობის მდგომარეობას გაეცნო და მათ შესახებ ინფორმაცია მკურნალი ექიმისგან მიიღო.
კვარაცხელიას თქმით, მათი მდგომარეობა სტაბილურია და კვალიფიციურ მკურნალობის კურსს გადიან.
შეგახსენებთ, რომ ინციდენტი სოფელ დიდნეძში გუშინ, გვიან ღამით მოხდა.
პარტია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები საარჩევნო პლაკატებს აკრავდნენ, რა დროსაც პარტია„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
ინციდენტის შედეგად დაზიანებები მიიღო „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის სამმა წევრმა. დაზარალებულები ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ტვინის შერყევისა და და თავს ქალის ზედაპირული ტრავმის დიაგნოზით მოათავსეს. აღნიშნულ ფაქტზე სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები