რომის პაპი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მივიდა

რომის პაპი ფრანცისკე სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მივიდა. რამდენიმე წუთის წინ სვეტიცხოვლის ტაძარში მიბრძანდა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მინისტრთა კაბინეტის წევრები.
მონასტრის გარშემო ტერიტორიაზე პოლიციელები არიან მობილიზებული და ტაძარში შესვლა სპეციალური საშვებით ხდება. ტაძრის ერთ-ერთ შესასვლელთან მორწმუნეთა ჯგუფი, სასულიერო პირებთან ერთად აქციას მართავს და სვეტიცხოველში პაპის მისვლას აპროტესტებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები