ირაკლი შიხიაშვილი – ბიძინა ივანიშვილი არის ერთადერთი ადამიანი, რომელსაც შეუძლია, საზოგადოების კონსოლიდირება მოახდინოს

არ არის აუცილებელი იყო რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი იმისათვის, რათა სახელმწიფოებრივად იაზროვნო, – ამის შესახებ სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ირაკლი შიხიაშვილმა “რეპორტიორის“ პრესკლუბში განაცხადა.
შიხიაშვილმა მის მიერ განვლილ საქმიანობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არც დღეს არის “ქართული ოცნების“ წევრი და არც მაშინ იყო, როცა “ნაციონალურ მოძრაობას“ დაუპირისპირდა.
მან სამგორის რაიონში “ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ბრალდებებსაც უპასუხა. “ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ჩემს ოლქში თვლის, რომ მე ვიყენებ, “ქართული ოცნების“ სახელს იმისათვის, რომ წარმატებას მივაღწიო მინდა საზოგადოებამ და ამ კონკრეტულმა კანდიდატმაც იცოდეს, რომ როდესაც ირაკლი შიხიაშვილი დაუპირისპირდა “ნაციონალურ მოძრაობას” ის არ იყო “ქართული ოცნების“ წევრი, როდესაც მან თავისი ოჯახი და თავისი სიცოცხლე დააყენა საფრთხის ქვეშ იმ ადამიანებთან ერთად, ვინც დაუპირისპირდა “ნაციონალურ მოძრაობას“ ის არ იყო “ქართული ოცნების“ წევრი. მე არ ვიყავი “ქართული ოცნების“ წევრი, როდესაც ჩემს გუნდთან ერთად საკრებულოში “ნაციონალური მოძრაობის“ უმრავლესობა დავშალე, ასევე არ ვიყავი “ქართული ოცნების“ წევრი როდესაც ნულიდან შევქმენი ვეტერანთა სამსახური ასევე ჩემს გუნდთან ერთად. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს ვინც ენდობოდა ჩემს გამოცდილებას, ჩემს უნარს, გვერდში დამიდგა და რეალური შედეგებიც დავდეთ, არ არის აუცილებელი იყო რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი იმისათვის, რომ იაზროვნო სახელმწიფოებრივად, არ არის აუცილებელი, რომ გულში მჯიღის ცემით ერთგულებას უმტკიცებდე კონკრეტულ პარტიას იმისათვის, რომ გააკეთო შენი ქვეყნისთვის საჭირო საქმე. მე „ქართული ოცნების“ წევრი არ ვარ. დღესაც, დამოუკიდებელი კანდიდატი ვარ, მაგრამ ვთვლი, რომ ჩემს ქვეყანას “ნაციონალური მოძრაობის“ სახით ისეთი საფრთხე აქვს, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს და თუ ვინმეს შეუძლია ამის გაკეთება ეს არის ბიძინა ივანიშვილი“, – განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა, რომელიც კოალიცია “ქართული ოცნების“ უკვე ყოფილ წევრ პარტიების ლიდერებსაც აკრიტიკებს და თვლის, რომ მათი მიერ ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები მათ უმადურობაზე მიუთითებს.
შიხიაშვილი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის გარეშე, ისინი “ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმს ვერ დაუპირისპირდებოდნენ ან თუ დაუპირისპირდებოდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ თვითონ მოსულიყვნენ ხელისუფლებაში და არა იმიტომ, რომ სააკაშვილის რეჟიმის საფრთხეს ხედავდნენ. „მინდა ყველამ კარგად გაიხსენოს, კოალიცია “ქართული ოცნების“ წვეთოვანზე შეერთებული აწ უკვე ყოფილი წევრი პარტიები მაშინ ვერ ახერხებდნენ იმ მუხტის გაჩენას საზოგადოებაში რომ საზოგადოებას დაპირისპირებოდა “ნაციონალური მოძრაობის“ ტირანიას და სააკაშვილის ავტოკრატიას, პრაქტიკულად ეს ვერავინ ვერ შეძლო მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის გამოჩენით გახდა ეს შესაძლებელი და მეც მისი გამოჩენის მერე გამოჩნდა სურვილი, რომ ჩავბმულიყავი იმ ბრძოლაში თუნდაც ჩემი სიცოცხლის საფრთხის ფასად ეს მიღირდა ჩემი ქვეყნისთვის,ჩემთვის როგორც არ უნდა დამთავრებულიყო ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა. მნიშვნელობა ჰქონდა თუ რას მოიმოქმედებდა ქვეყანა, ხალხი და საით წავიდოდა წავიდოდა მისი განვითარების მომავალი. რეალურად ამ ადამიანმა ეს გააკეთა და ჩემთვის ძალიან გაუგებარია ის უმადურობა, რომელიც აშკარად ეტყობა კოალიციის ყოფილ პარტიებს და ამ პარტიების ლიდერებს. თითქოს საზოგადოებას არ ახსოვდეს მათი უსუსურობა სააკაშვილის რეჟიმის დროს, ისინი სააკაშვილის რეჟიმს იმიტომ უპირისპირდებოდნენ, რომ თვითონ მოსულიყვნენ ხელისუფლებაში და არა იმიტომ, რომ სააკაშვილის რეჟიმის საფრთხეს ხედავდნენ რეალურად. დღეს ისინი უპირისპირდებიან ბიძინა ივანიშვილს რაც პირველი, უმადურობაა და მეორე, არის პოლიტიკური სიბეცე. დღეს “ქართული ოცნების“ დამარცხება გამოიწვევს “ნაციონალური მოძრაობის“ გაძლიერებას, ეს არ უნდა დაუშვას საზოგადოებამ და “ქართულმა ოცნებამ“ უნდა გაიმარჯვოს“, ქვეყანაში რომ აღარ არის დევნა და ტერორი მე ეს მიმაჩნია ყველაზე დიდ წარმატებად და ასევე ყველაზე დიდი წარმატებაა რომ დღეს ადამიანებს აღარ აქვთ იმისი განცდა, რომ თუ სხვისგან განსხვავებულ არჩევანს გააკეთებენ ამის გამო მათ ან მათი ოჯახის წევრებს ფიზიკური საფრთხე გაუჩნდებათ, თუმცა ასეთი ფიზიკური საფრთხე სულ რაღაც 4 წლის წინ ჩვეულებრივი იყო. პირადად გამოვიარე ეს, „ნაციონალურ მოძრაობაში“ იყო ასეთი გადაძახილებიც -“შიხიაშვილისგან გმირი არ გავხადოთ, დაველოდოთ პირველ ოქტომბერს და მერე მივხედოთ“ – ეს აღარ ხდება. თუ ჩვენ გვინდა, ნორმალური საზოგადოება გვქონდეს და ნორმალური სახელმწიფოს შენება დავიწყოთ, ჩემი აზრით, საზოგადოებამ ორი რამ უნდა გააკეთოს – მტვერი წააყაროს „ნაციონალურ მოძრაობას” და აუცილებლად მხარი დაუჭიროს „ქართულ ოცნებას”, რადგან მისი ლიდერი არის ბიძინა ივანიშვილი“,- განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები