ია მეტრეველი პოლიციაში იმყოფება – “დაიწყეს აგრესია, მანქანის შუშაც დაგვიმტვრიეს”

ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი, რომელიც სენაკში, სანდრა რულოვსთან შეხვედრაზე იყო მისული, ამჟამად სენაკის პოლიციაში იმყოფება.
მეტრეველმა “პირველთან” საუბრისას განმარტა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები მათდამი აგრესიულად იყვნენ განწყობილი და მანქანის შუშა დაუზიანეს.
“ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები აგრესიულად იყვნენ ჩვენს მიმართ განწყობილი. დაიწყეს აგრესია, მანქანის შუშაც დაგვიმტვრიეს, ახლა სწორედ სენაკის პოლიციაში ვიმყოფებით ამ ფაქტის დასაფიქსირებლად. ჩვენზე ძალადობის დიდი სურვილი ჰქონდათ, მაგრამ ფიზიკურად ვერ გაბედეს, რადგან ამის საბაბი არ მივეცით”, – აცხადებს მეტრეველი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები