ლევან მურუსიძე: ევა გოცირიძე არის საუკეთესო სპეციალისტი, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები ზედმიწევნით კარგად იცის

“იანვარში იქნება კენჭისყრა, აირჩევენ იმას, ვისაც მიიჩნევენ სწორად, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს მიერ წარდგენილი კანდიდატურების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
„გავრცელდა ორი სახის ინფორმაცია, ზუსტად არ ვიცი რომელი ინფორმაცია არის სწორი, ერთი მხარე საუბრობს, რომ უარი ეთქვათ ამ სამივე კანდიდატს, მეორე მხარე საუბრობს, რომ რეალურად კენჭისყრა გადაიდო იანვარში. მე არ მაქვს ინფორმაცია, თუ გჯერათ, საერთოდ არ დავინტერესებულვარ, არ მეხება. რეალურად არ ვიცი ინფორმაცია გამომდინარე იქედანაც, რომ მე არავითარი ურთიერთობა ამ თემაზე არ მქონია“, – აღნიშნა ლევან მურუსიძემ.
მან ერთ-ერთი კანდიდატის ევა გოცირიძის შეფასებისას განაცხადა, რომ ის „დარგის ერთ-ერთი საუკეთსო სპეციალისტია.
„ევა გოცირიძე არის იმ დარგის ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი, სადაც ის იქნა წარდგენილი. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები მან იცის ზედმიწევნით კარგად“, – აღნიშნა ლევან მურუსიძემ.
გიორგი ბადაშვილი, ევა გოცირიძე და ალექსანდრე ბარამიძე საქართველომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატებად წარადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები