შსს-ში პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის დეპარტამენტის და დიდი ბრიტანეთის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო და სისხლის სამართლის მიმართულებით აუდიტის განმახორციელებელი დეპარტამენტის წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე მხარეებმა პერსონალური მონაცემების დაცვის სტანდარტებთან დაკავშირებით საკანონმდებლო მიმართულებით არსებული მიდგომები და გამოცდილება ერთმანეთს გაუზიარეს. საუბარი, ასევე, შეეხო იმ გამოწვევებს, რომლებიც პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვის კუთხით არსებობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები