გიორგი შარვაშიძე: თსუ-ს ე.წ. ოდეერი არ ჰყავს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, გიორგი შარვაშიძის განცხადებით, უნივერსიტეტს ე.წ. ოდეერი არ ჰყავს. როგორც შერვაშიძემ „პალიტრანიუსის” ეთერში, ერთ-ერთი მაყურებლის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განმარტა, აგვისტოში მიღებულ კანონში, რომელშიც ჩამოთვლილია ის ობიექტები, რომლებსაც შეიძლება ჰყავდეს ასეთი სახის ოფიცრები, არც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტია, არც სხვა რომელიმე უნივერსიტეტი არი არის.
“სახელმწიფომ გამოხატა თავისი პოზიცია, აგვისტოში იქნა მიღებული კანონი, რომელშიც ჩამოთვლილია ის ობიექტები, სახელმწიფო უწყებები, რომლებსაც შეიძლება ჰყავდეს ასეთი სახის ოფიცრები, ამ ჩამონათვალში არც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტია, არც სხვა რომელიმე უნივერსიტეტი და არც განათლების სამინისტრო. ამის გარეშე ცხოვრებას ვაპირებთ ისე, როგორც კანონი გვკარნახობს, ოდეერების გარეშე. რაც შეეხება ურთიერთობას უშიშროების და უსაფრთხოების საკითხებზე, შეიძლება იყოს სულ სხვა რიგი საკითხები, ნებისმიერ კვლევით ცენტრს შეიძლება გააჩნდეს ე.წ. სარეჟიმო ობიექტი, ანუ სადაც გაძლიერებული დაცვა არის საჭირო. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ, სადაც დასაცავია ბევრი რამ, კონტროლი სჭირდება. ამ შემთხვევაში ძალიან ცივილურად და ღიად ხდება იმ სამსახურებთან ურთიერთობის დამყარება, რომელზეც თქვენ საუბრობთ და ეს ხდება კონტრაქტის მეშვეობით. თუ გვჭირდება დაცვა რეაქტორის, რომელიც მცხეთაშია, დაიდება კონტრაქტი შესაბამის სამსახურთან და ეს იქნება ღია, ცივილური და გასაგები ურთიერთობა”, – განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები